ახალი ამბები

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.

თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 26 მაისს, 11:00 საათზე დაიწყება.

თავისუფლების მოედნის გარდა, წვევამდელები ქვეყნის მასშტაბით ფიცს კიდევ ხუთ ისტორიულ ადგილას დადებენ.

26 მაისს, ტრადიციულად, მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ექნება.

კერძოდ, გამოფენები თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, ხონში, ამბროლაურში, ბათუმში, თელავში, ახალქალაქში, მარნეულში, სენაკში, სამტრედიაში, ბაღდათში, ჩხოროწყუში, აბაშასა და მარტვილში გაიმართება.

თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების და საზეიმო ღონისძიების დასასრულს საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატები გადაიფრენენ.

დღის განმავლობაში ღონისძიებები გაიმართება ორბელიანის მოედანზეც.