ახალი ამბები

21 მაისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 მაისს საქართველოში ამინდი შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსული გრილი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით განისაზღვრება.

ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ზოგან — ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვის ფორმირებაც გამორიცხული არაა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი, ხოლო ადგილობრივად — ძლიერი ქარი.

თელავი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +24°.