ახალი ამბები

უწყვეტი პროტესტის 173-ე დღე – “კი ევროპას, არა რუსეთს!”

მოქალაქეები უწყვეტ პროტესტს განაგრძობენ.

დღეს 19 მაისს, პროტესტის 173-ე დღეს, აქციები დედაქალაქსა და რეგიონებშია დაანონსებული. მოთხოვნა უცვლელია: გაათავისუფლონ უდანაშაულოდ დაკავებული მოქალაქეები და ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები.

კახეთის რეგიონში, საპროტესტო აქციები 2 მუნიციპალიტეტში – ახმეტასა და თელავში გაიმართება. მონაწილეები ამბობენ რომ მოთხოვნები და შეხვედრის ადგილი უცვლელია.

ახმეტა: 17:00 საათი. ლოკაცია: მუნიციპალიტეტის მერია
თელავი: 19:00 საათი. ლოკაცია: მუნიციპალიტეტის მერია