გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზის მე-8 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
გუშინ, სტიქიამ და ადიდებულმა მდინარემ დროებითი შემოვლითი გზა დააზიანა, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, შეზღუდული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

