სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დააზარალა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ჭარბი ნალექის შედეგად, სოფლები – შრომა, ჭიაური, ფიჩხიბოგი, გიორგეთი, ლაფნიანი, აფენი, კაბალი და ქ. ლაგოდეხის გარკვეულ მონაკვეთებზე, საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადიდებულია მუნიციპალიტეტში არსებული მდინარეები.
მობილიზებულია ადგილობრივი სპეცტექნიკა, რომლის საშუალებით მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები.

