თელაველმა ნინია უთიაშვილმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის კონკურსში გაიმარჯვა
თელავში მცხოვრები ნინია უთიაშვილი გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) კონკურსის გამარჯვებულია. გოგონა, ქალაქის თელავის, #9-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა.
ნინია, მსოფლიოს საუკეთესო 90 მოსწავლესა და საქართველოს საუკეთესო 4 მოსწავლეს შორის მოხვდა და გერმანიის უძველეს უნივერსიტეტებში Universität Heidelberg, Universität Mannheim პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე სწავლის და ცხოვრების სრული დაფინანსება (DAAD-Vollstipendium) მოიპოვა.
აღნიშნულ სტიპენდიას, მსოფლიოს მასშტაბით, გერმანული სკოლების საუკეთესო არაგერმანელი მოსწავლეები იღებენ.

