გურჯაანი-ლაგოდეხის გზაზე, გზა ჩაინგრა და ავტომობილი ჩაიყოლა
გურჯაანი-ლაგოდეხის გზაზე, მდინარე ალაზნის მიმდებარედ, გზა ჩაინგრა, რის შედეგადაც მოძრავი ავტომობილი მდინარეში გადავარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა მანქანიდან დროულად გადმოსვლა მოახერხა. interpressnews – ის ინფორმაციისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე უამინდობის და უხვი ნალექის გამო მოძრაობა შეფერხებული იყო.

