საქართველოში ყავის იმპორტი 56%-ით გაძვირდა
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ყავის იმპორტი 8.8%-ით შემცირდა.
ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-მარტში ქვეყანაში იმპორტირებულია 1 689 ტონა ყავა, რომლის ღირებულებამაც 11.2 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს კი მაშინ, როცა 2024 წლის იმავე პერიოდში ქვეყანაში 7.87 მილიონი დოლარის ღირებულების 1 853 ტონა მოხალული ან მოუხალავი ყავა შემოვიდა. მარტში კი, ყავის იმპორტი 56%-ით გაძვირდა. უფრო კონკრეტულად, 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე შარშან 4.25 დოლარი იყო, წელს კი ფასმა 6.63 დოლარს მიაღწია.
იანვარ-მარტში ყავის იმპორტი ძირითადად შემდეგი 5 ქვეყნიდან ხორციელდებოდა:
ინდონეზია – 3.8 მილიონი აშშ დოლარის 764 ტონა;
ვიეტნამი – 1.56 მილიონი აშშ დოლარის 288 ტონა;
რუსეთი – 2.25 მილიონი აშშ დოლარის 261 ტონა;
იტალია – 1.3 მილიონი აშშ დოლარის 106 ტონა;
ბრაზილია – 315 ათასი აშშ დოლარის 57 ტონა.

