ახალი ამბები

წისქვილებში უხარისხო ხორბალს არავინ იღებს-მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია

„არ მახსოვს მეპურეების მხრიდან პრეტენზია წამოსულიყო, რომ საქართველოში წარმოებული ფქვილი არ იყო ხარისხიანი, ყოველთვის აღნიშნავდენენ, რომ საქართველოში წარმოებული ფქვილი უფრო ხარისხიანი იყო და ასეც არის“, – ამის შესახებ გადაცემაში „საქმე“ მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ბენიაიძემ განაცხადა.
ბენიაძეს თქმით, მარკირებას თუ შემოიღებენ ამით გარკვეული იქნება რომელი წისქვილის ნაწარმოებია ესა თუ ის ფქვილი, ამავდროულად ეს გამოავლენს რეგისტრირებულ თუ არარეგისტრირებულ წისქვილებსაც.
,,15 წისქვილია რეგისტრირებული, რომლებიც ფქვილის წარმოების რეგლამენტს იცავენ. ეს რეგლამენტი არის მსოფლიო სტანდარტის და არ მახსოვს მეპურეების მხრიდან პრეტენზია წამოსულიყო, რომ საქართველოში წარმოებული ფქვილი არ იყო ხარისხიანი, ყოველთვის აღნიშნავდენენ, რომ საქართველოში წარმოებული ფქვილი უფრო ხარისხიანი იყო და ასეც არის.
რუსეთშიც კი, სადაც იფქვება, იგივე ხორბალია და აქ ჩამოტანილს ემატება დაკუპაჟებული ხორბალი. მარკირება ერთის მხრივ გამოავლენს წისქვილებს, ვინ არის რეგისტრირებული და ვინ იცავს რეგლამენტს, მეორეს მხრივ კი, ხარისხი კონტროლირებადი და მიკვლევადი იქნება”.

მისივე განცხადებით, რეგლამენტი არსებობს, მაგრამ მარკირება დამატებითი კონტროლის მექანიზმია.
,,ფერმერი მოსავლის აღების შემდეგ მიმართავს წისქვილს თავისი ნიმუშით, სადაც წისქვილები მკაცრად აკონტროლებენ, ისე დეტალებს, როგორიცა: წებოგვარა, ფერი, ტენიანობა, ნატურა, ძალიან ბევრი კომპონენტის მიხედვით მოწმდება და ამის შემდეგ თუ მისაღებია წისქვილისთვის იმ შემთხვევაში ხდება ამა თუ იმ წისქვილში მიღება.
არარეგისტრირებულ წისქვილებსაც აქვთ თავისი ლაბორატორია, რომ განსაზღვრონ ხარისხი ან მიაქვთ სხვა წისქვილის ლაბორატორიაში. ყოფილა შემთხვევა აგვიღია ნიმუში და უკან დაგვიბრუნებია. წისქვილებში უხარისხო ხორბალს არავინ არ იღებს.
80 წისქვილია და აქედან 20-მდეა, რომელსაც რეგლამენტი აქვს დადგენილი, საკმაოდ დიდი წილია რომელიც არ არის დარეგისტრირებული, სავარაუდოა მსგავსი წისქვილებიდან იღებდნენ გაურკვეველი წარმოების ფქვილსაც. ფერმერები ვერ ვიგებთ რომელ წისქვილში მიდის ჩვენი ხორბალი, ნიმუში შუამავალს მიაქვს და შემდეგ ხდება მისი მიწოდება“
, – განაცხადა ბენიანიძემ.