ახალი ამბები

სოფელ ოჟიოში ახალი სასათბურე მეურნეობა შეიქმნა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში ფერმერმა ილია ნახუცრიშვილმა 500 კვ/მ სასათბურე მეურნეობა სახელმწიფო პროგრამის „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ ფარგლებში მოაწყო, სადაც სალათის ფოთოლი მოყავს.

სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერს პროგრამის ფარგლებში აღებული სესხის, 50,000 ლარის საპროცენტო განაკვეთს 24 თვის განმავლობაში სრულად უფინანსებს. პროგრამის პირობების თანახმად, ფერმერი სოფლის განვითარების სააგენტოსგან დამატებით 13,500 ლარის ოდენობით დაფინანსებასაც მიიღებს.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი დარჩია აცხადებს, რომ ფერმერებისათვის პროგრამა „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა, მიიღონ მხარდაჭერა და შექმნან სასათბურე მეურნეობები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბოსტნეული კულტურების წარმოების ზრდას. პროგრამას „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო 2024 წლიდან ახორციელებს 57 ბენეფიციარი ყავს.