ახალი ამბები

გურჯაანში ბიზნესმენი ნიკოლოზ გეთიაშვილი დაჭრეს

გურჯაანში ბიზნესმენი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი მოადგილე, ნიკოლოზ გეთიაშვილი დაჭრეს.

დაუდგენელმა პირმა მას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. ამ დროისთვის, ბიზნესმენი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალშია გადაყვანილი, კლინიკის დირექტორის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დაპირისპირების მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. ცნობისთვის, ნიკოლოზ გეთიაშვილი რამდენიმე მსხვილი სავაჭრო ობიექტის მფლობელია.

knews.ge დამატებით დეტალებს უახლოეს პერიოდში მოგაწვდით.