ახალი ამბები

როგორ ამინდი იქნება კახეთში

სინოპტიკოსის, მერაბ სამუნაშვილის ინფორმაციით, 5 მაისი ღრუბლიანი დღე იქნება. რაც შეეხება წვიმის ალბათობას, დილით 09:00 საათიდანაა მოსალოდნელი, თუმცა შუადღისით მზე გამოანათებს და ჰაერს +21-გრადუსამდე გაათბობს. 18-საათიდან კი, კვლავაც ჭექა/ქუხილსა და ძლიერ წვიმას გვპირდებიან.

,,სამშაბათს, დღის პირველ ნახევარში, ხანმოკლე წვიმების ალბათობა 70%-ია და უკვე აღარ ველოდებით ისეთ ძლიერ ნალექს (50-მმ) როგორც წინა კვირაში გპირდებოდნენ, ჰაერის მაქსიმალური ტემპ-რა 18-გრადუსია. რაც შეეხება ოთხშაბათს, მზიანი და უნალექო დღეა. შუადღიდან გაძლიერდება დასავლეთის ნიავქარი 18-20-კმ/სთ. ჰაერი კი, +22-გრადუსამდე გათბება. უნალექო და 23-გრადუსიანი დღეა როგორც ხუთშაბათი, ასევე პარასკევი, შაბათ-კვირა”.