ახალი ამბები

1-ელი მაისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი კახეთში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1-ელ მაისს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. საქართველოში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ზოგან დროგამოშვებით ძლიერი.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +5, +10°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +17, +22°; მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით +11, +16°.

თელავი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტ-რა: +21°.