ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

კახეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული არიან – 1995 წელს დაბადებული მ.ი. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1989 წელს დაბადებული მ.ზ. და 1978 წელს დაბადებული ფ.ნ.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან და სპეციალურად მოწყობილი სათბურებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მცენარე “კანაფი” ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.