ახალი ამბები

თელავში, აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ვიდეოს ავტორს სახლთან დახვდნენ და სცემეს

რამდენიმე დღის წინ, თელავში გადაღებული ვიდეოს ავტორს, პაპუნა სარალიძეს სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სარალიძე მიღებული დაზიანებებით თელავის საავადმყოფოში იმყოფება. მას მენჯის ძვალი აქვს გატეხილი. სარალიძეს ხვალ ოპერაციას გაუკეთებენ.

ვიდეოში კი, რომელიც მან გადაიღო, ჩანს, როგორ მიუვარდა სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი პროევროპული აქციის მონაწილეებს თელავის მერიასთან.

მთავარი არხის ინფორმაციით, სარალიძეზე თავდამსხმელი სწორედ ამ პიროვნების ოჯახის წევრია. ფიზიკურ ანგარიშსწორებაში კი მისი თანმხლები პირებიც მონაწილეობდნენ.