ევროკავშირი მუშაობს რეჟიმის მოძალადე მსახურებისთვის სანქციების დაწესებაზე
ევროკავშირის მუშაობს, იმ პირებისთვის სანქციების დაწესებაზე, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობაზე – ამის შესახებ ევროკომისარ კაია კალასის წერილშია საუბარი, რომელიც მან ევროპარლამენტარებს გაუგზავნა.
2024 წლის 16 დეკემბრის საგარეო ურთიერთობათა საბჭოზე უმაღლესმა წარმომადგენელმა/ვიცე-პრეზიდენტმა შესთავაზა სანქციების დაწესება საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან, ჩართულნი ან ასოცირდება ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებთან, ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმის პირობებში.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვერ მოხერხდა ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმების მიღწევა, დისკუსიები გრძელდება. ევროკავშირის სანქციების შესახებ ყველა გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად საბჭოში წევრი სახელმწიფოების მიერ – წერს კალასი.
“პირველებმა” მოიპოვა 40-მდე ევროპარლამენტის კითხვები, რომლის ადრესატიც კაია კალასია და საგარეო საკითხებში ევროკომისრის პასუხი, რომელიც დეპუტატების გაუგზავნეს.
,,საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ, ევროკავშირმა მიიღო რიგი ზომები. ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტები შემცირდა და ხელისუფლებისთვის დახმარება შეჩერებულია. ევროკავშირმა გააძლიერა თავისი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის და დამატებითი რესურსები ხელმისაწვდომი გახდა დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ. საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა. ცოტა ხნის წინ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება შეჩერების შესახებ უვიზო რეჟიმი საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის” – წერს კალასი.
გარდა ამისა, კალასი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, ეძებოს გამოსავალი არსებული კრიზისიდან ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან დიალოგის უზრუნველყოფით.
“ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეძებოს გამოსავალი არსებული კრიზისიდან ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან დიალოგის უზრუნველყოფით, ხოლო ნდობის აღდგენის ყველა ვარიანტი უნდა იყოს შესწავლილი. ევროპის უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საბოლოო ანგარიშში ასახული რეკომენდაციები პრიორიტეტულად უნდა განხორციელდეს. ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ყველა ძალისხმევას ქვეყნის დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ” – ნათქვამია ევროკომისრის წერილში.

