ახალი ამბები

მარგუს ცაჰკნა საქართველოზე – მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი

მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი – ეს საკითხი მაგიდაზეა, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე საქართველოს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ესტონეთმა ათობით სხვადასხვა პირს დაუწესა პერსონალური სანქციები, ეროვნული სანქციები, ასევე ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრს. ასევე მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი“, – აღნიშნა ცაჰკნამ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ეს საკითხი მაგიდაზე იყოს, უპასუხა.

„დიახ, ეს საკითხი მაგიდაზეა და პროცესის დაწყებას სჭირდება 15 წევრი ქვეყანა, რომ ვაჩვენოთ და ვუთხრათ რეჟიმს, ქცევა შეცვალოს“, – აღნიშნა ცაჰკნამ.