რა ტიპის სურსათი განთავსდება სურსათის ბანკში
საქართველოში სასურსათო ბანკი იქმნება, რაც დონაციაში უფასო სურსათის გადანაწილების პროცესის ორგანიზებულობას და მოსახლეობისთვის მიწოდებას გულისხმობს.
როგორ იმუშავებს სურსათის ბანკი?
“სურსათის ბანკი” ექვემდებარება ინსპექტირებას და სურსათის შენახვასთან, საგადასახადო ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გაწერილი აქვს ვალდებულებები. სურსათის ბანკს მიენიჭება სურსათის ბიზნესოპერატორის სტატუსი, რომელიც ორგანიზებას უწევს სურსათის შეწირულობას და მის გადანაწილებას მოსახლეობაზე. სისტემა გულისხმობს შეწირული სურსათის ორგანიზებას და დახლზე განთავსებას. მისივე პასუხისმგებლობაა სურსათის უვნებლობაც.
რა ტიპის სურსათი იქნება სურსათის ბანკში?
საუბარია დაბალი რისკის შემცველობის მქონე სასურსათო პროდუქტზე. იგულისხმება: ბურღულეული, მშრალი პროდუქცია, ხილი, ბოსტნეული და არა ისეთი პროდუქცია, რომელიც სურსათის უვნებლობის მხრივ შედარებით მაღალ საფრთხეს შეიცავს – ხორცი, რძის პროდუქტები და ა.შ. თუმცა სათანადო ინფრასტრუტურის და გამართული სისტემის შემთხვევაში, სურსათის ბანკში შესაძლოა იყოს ასეთი პროდუქციაც.