ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტსა და იაპონიის ქალაქ უშიკუს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

თელავის მუნიციპალიტეტსა და იაპონიის ქალაქ უშიკუს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
ქართულმა და იაპონურმა მხარეებმა ორ ქალაქს შორის სამომავლო თანამშრომლობასა და მემორანდუმის გაფორმების შესახებ უკვე იმსჯელეს.
ქართული დელეგაცია, რომელიც იაპონიაში იმყოფება, სტუმრად იმყოფებოდა ადგილობრივ ძიუდოს კლუბსა და უშიკუს უძველესი ისტორიის მქონე ღვინის საწარმოსა და შატოში.
შეხვედრა შედგა იაპონიის ქალაქ უშიკუს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ასოციაციის ხელმძღვანელებთან, რა დროსაც მხარეებმა საერთო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაზე იმსჯელეს.
თელავისა და უშიკუს დამეგობრების შედეგად, ორ ქალაქ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და სახელოვნებო სფეროებს მოიცავს.
იაპონიის ქალაქ უშიკუს ოფიციალური დელეგაცია თელავის მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს ეწვევა.