ახალი ამბები

ფქვილზე, ქერსა და ქატოზე საიმპორტო გადასახადი გახანგრძლივდა

ფქვილზე, ქერსა და ქატოზე საიმპორტო გადასახადი კვლავ გახანგრძლივდა. დადგენილება ძალაში იქნება 2025 წლის 1-ელი აპრილიდან განუსაზღვრელი ვადით.

ძალაში დარჩა 28 თებერვლის დადგენილების მიხედვით განსაზღვრული ფასები, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას, ყოველ კილოგრამზე 0.30 ლარი, ანუ ტონაზე 250 ლარი.

ქერსა და ქატოზე გადასახადი კვლავ 0.20 ლარი, ანუ ტონაზე 200 ლარი იქნება.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავა bm.ge-სთან ამბობს, რომ დადგენილება ძალაში იქნება მანამ, სანამ რუსეთი ხორბლის საბაჟო გადასახადს არ მოხსნის.

როგორც ცნობილია, მთავრობამ ბოლოს ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 2025 წლის 1-ელ აპრილამდე გაახანგრძლივა. საიმპორტო გადასახადი გახანგრძლივდა ქერსა და ქატოზეც. საფასური 2025 წლის 28 თებერვლის დადგენილებით შეიცვალა და ყველა პროდუქციაზე გაორმაგდა.