ახალი ამბები

მაჭის ციხე – ლაგოდეხის ისტორიის მემატიანე

მაჭის ციხე ლაგოდეხის ისტორიის მემატიანეა. ციხემდე მიდის როგორც საფეხმავლო, ასევე საცხენოსნო გზა.

,,ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული ცენტრიდან სულ რამდენიმე წუთში (7 კმ, დაახლოებით 5 წთ) მანქანით გადავდივართ სოფელ მაწიმში – აქ იწყება გზა ციხის საიდუმლოებისკენ.

ბილიკი იწყება მაწიმის რეინჯერთა სადგურიდან და მიემართება მდ. „ბნელი ხეობის“-სკენ. გზად გვხვდება: ჯაგრცხილის კორომები, ხავსებით მოფენილი ქვები და შერეული წიფლნარი.

მაჭის ციხე — ფეოდალური ხანის კახეთის სამეფოს სიმაგრე, რომელსაც გარს არტყია გალავანი. შიგნით კი დღემდე გადარჩენილია:
კარის ეკლესია, მიწისქვეშა გასასვლელები, ძველი ნაგებობების ნანგრევები”,
– აცხადებენ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის სააგენტოში.