თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება
პროტესტის 115-ე დღეს აქციები ქვეყნის მასშტაბით, კვლავ გაიმართება. საპროტესტო აქციები დაგეგმილია როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.
კერძოდ, 22 მარტის 19:00 საათზე, პროტესტი გაიმართება „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“;
20:00 საათზე, პროტესტი პარლამენტთან;
20:00 საათზე, ჩატარდება „მეგობარი აქტის“ მხარდამჭერი მარში. მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყება.
რაც შეეხება რეგიონებს, გორში, საკრებულოს წინ, 17:00 საათზე გაიმართება აქცია მოთხოვნით – გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!
ახალციხეში – 18:00 საათზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან;
ბათუმში – 19:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, „სამშობლოს სამსახურში!“.
ზუგდიდში – 18:00 საათზე, სამხარეო ადმინისტრაციის წინ „ბრძოლა გამარჯვებამდე!“.
თელავში – 19:00 საათზე, მერიის წინ.
ქუთაისში – 19:00 საათზე, მერიის წინ, ლოზუნგით – „კი ევროპას, არა რუსეთს!“.
ჩხოროწყუში – 20:00 საათზე, მერიის წინ, აქცია – „გაბედე პროტესტი“ ყოველდღე!
შეგახსენებთ, საქართველოში უწყვეტი პროტესტი 2024 წლის 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი – ასევე, 2028 წლის ბოლომდე მთავრობა უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.