დაყადაღებულია ნიკა გილაურის ფონდი Prosperity Georgia, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი – ნანუკა ჟორჟოლიანი
„დაყადაღებულია სხვა ფონდებიც. ნიკა გილაურის ფონდი – prosperitygeorgia.org, Human Rights House Tbilisi • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი – ფონდები, რომლებიც ბოლოს ძირითადად ჯარიმებს იხდიდნენ“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი და აღნიშნავს, რომ „ბოლო ინფორმაციით ყადაღა მოითხოვა პროკურატურამ“.
ფონდის ანგარიშების დაყადაღების შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის Prosperity Georgia-შიც დაუდასტურებს, თუმცა დეტალებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობენ.
„ბანკში მეუბნებიან რომ საქალაქო სასამართლომ მოითხოვა დაყადაღება.
თან დაყადაღებულია დაუყოვნებლივი მექანიზმით.
ვრეკავ საქალაქო სასამართლოში, მეუბნებიან რომ დავრეკო სააღსრულებო ბიუროში.
ვრეკავ ამ უკანასკნელში და მეუბნებიან, რომ მათგან ფონდის დაყადაღების მოთხოვნა არსად არ გაგზავნილა.
დასმულ კითხვაზე, რა გზით დაიბლოკა ფონდის ანგარიშები მიპასუხეს, ჩვენი გვერდის ავლით, სასამართლომ პირდაპირი გზით მოითხოვა ყადაღის დადება“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.