ახალი ამბები

სოფელ ჩუმლაყში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მეორედ გაქურდეს- ფოტოები

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია უკვე მეორედ გაქურდეს.
ინფორმაციას ადგილობრივი ახალგაზრდა, უჩა ქემაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, წინა შემთხვევა გამოძიებული არ არის.

უჩა ქემაშვილი აცხადებს, რომ დილით ტაძარში მოსულს. კარი და შიდა ინფრასტრუქტურა დაზიანებული დახვდა. მისი განმარტებით, დაზიანებულია ასევე შესაწირი ყუთიც.

,,მოვედი ტაძარში და კარის საკეტი დაზიანებული დამხვდა. დაზიანებულია ასევე შესაწირი ყუთი და გადმოგდებულია ჯვარი. მაშინვე გამოვუძახე პოლიციას. გარდა ამისა, დაზიანებულია ასევე, ეკლესიის ეზოში მდებარე პატარა ტაძარში განთავსებული შესაწირი ყუთი. ეს მეორე შემთხვევაა და რეაგირება ამ დრომდე არ მოყოლია, არც გამოძიებაზე გაგვიგია რამე. წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ხატები დარბეული არ არის, მხოლოდ შესაწირი ყუთებია დაზიანებული”,- ამბობს უჩა ქემაშვილი და ადგილიდან ვიდეოს ავრცელებს.

მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ფოტო: უჩა ქემაშვილი