ახალი ამბები

პურის ფასი გაიზარდა

წინა კვირას, სასურსათო მაღაზიებში, პურის ფასმა 15 თეთრით მოიმატა. გამყიდველები პურის გაძვირებას ფქვილზე ფასის ზრდით ხსნიან.

,,წინა კვირას შემოვიდა გაძვირებული პროდუქცია. 1.25 ღირდა კონკრეტული პური, ახლა მისი ფისი ფასი 1.40 ლარია”.

პური 10 თეთრით გააძვირა თელავში არსებული თონეების ნაწილმაც. ნაწილი ამბობს, რომ ამ დროისთვის ჯერ კიდევ ინარჩუნებენ ფასს.

,,ჯერ ვინარჩუნებთ ფასებე რადგან ადრინდელი მარაგები გვაქვს ფქვილის. როგორც კი ეს ამოუწერება, მოგვიწევს მინიმუმ პურის 10 თეთრით ფასის გაზრდა”.

ჯერ კიდევ იანვარში, „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ამბობდა რომ ფქვილის ფასი გაიზარდა. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ფქვილზე იმპორტის გადასახადს შეამცირებდა, პური არ გაძვირდებოდა.