ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი კახეთში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 10 მარტს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული შედარებით თბილი ჰაერის მასებით.

დღეს, საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. საქართველოში ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +1, +6°, ზოგან -3°-მდე, დღისით +17, +22°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +13, +18°; მაღალმთაში ღამით -7, -2°, დღისით +8, +13°.

,,კვლავაც ვრჩებით მაღალი ატმოსფერული წნევის არეალში და გრძელდება თბილი ჰაერის შემოსვლა საქართველოში. უნალექო და მზიანი დღეების ფონზე,ჰაერის ტემპერატურა ყოველდღიურად იმატებს 1-2-გრადუსით და კვირის ბოლოსთვის გურჯაანში +24-26-გრადუსს მიაღწევს”, – აცხადებს მერაბ სამუნაშვილი.