ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

ტყვიის მსროლელი დები თელავიდან

⭕️ ვუერთდებით CARE მარტის კამპანიას ქალები შიშის გარეშე, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ დედამიწის ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ ქალს უნდა შეეძლოს უშიშრად იცხოვროს და განვითარდეს უსაფრთხო გარემოში. იყოს სოციუმის სრულფასოვანი ნაწილი, გადაწყვეტილებების მიმღები, იდეების ავტორი, ბედნიერი და იმედით სავსე.
⭕️ გაიცანით ტყვიის მსროლელი დები თელავიდან.
⭕️ თელავში სპორტის ეს სახეობა, რომელიც ტყვიის სროლის სახელით არის ცნობილი, მრავალი წელია, რაც თაობების აღზრდასა და განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ახალგაზრდა გოგონებმა შეძლეს რეგიონში დამკვიდრებული სტერეოტიპების გატეხვა. მათ დაამტკიცეს, რომ ქალებს შეუძლიათ პროფესიონალურად დაკავდნენ ტყვიის სროლით და მაგალითი მისცეს სხვა გოგონებს, შთააგონეს და გზა გაუხსნეს სპორტის ამ სახეობაში ჩასართავად.
⭕️ ჩვენი კამპანიის ხმა იმ ათასობით ქალს, ვისაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება შთაგონება, მოტივაცია და გამბედაობა.
სპორტული სროლა ანუ იგივე სასროლო სპორტი არის საერთაშორისოდ აღიარებული მთელი რიგი დისციპლინები.
ამ სახეობაში შედიან სპორტული შაშხანების, პისტოლეტების, მშვილდისა და არბალეტის მთელი რიგი კატეგორიები. ყველა დისციპლინას აქვს თავისი მკაცრად განსაზღვრული წესები, მიუხედავად იმისა, სასროლო იარაღებს სამხედრო თუ სანადირო წარმომავლობა აქვთ, ისინი აბსოლუტურად გამოსადეგია სამოქალაქო სპორტულ ღონისძიებებში გამოსაყენებლად.
თელავში სპორტის ეს სახეობა, რომელიც ტყვიის სროლის სახელით არის ცნობილი, მრავალი წელია, რაც თაობების აღზრდასა და განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ახალგაზრდა გოგონებმა შეძლეს რეგიონში დამკვიდრებული სტერეოტიპების გატეხვა. მათ დაამტკიცეს, რომ ქალებს შეუძლიათ პროფესიონალურად დაკავდნენ ტყვიის სროლით და მაგალითი მისცეს სხვა გოგონებს, შთააგონეს და გზა გაუხსნეს სპორტის ამ სახეობაში ჩასართავად.
პროექტი ხორციელდება CARE ქეა კავკასიის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით.