ახალი ამბები

კახეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 9 სამართალდარღვევა გამოვლინდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში, სამართალდარღვევის 68 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევებიდან 67 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა, საიდანაც 3 ფაქტი შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ქვეყნის მასშტაბით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა სახეობის 64 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 9 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 16 – სამცხე-ჯავახეთის, 7 – მცხეთა-მთიანეთის, 8- იმერეთის, 14 გურიის, 3 – ქვემო ქართლის, 2 – სამეგრელო-ზემო სვანეთის, 2 – რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის და 6 – შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ ასევე გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 1 ფაქტი.