რომელი პროდუქტები განადგურდა კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის შედეგად
2024 წლის მონაცემებით, ვადაგასული ან/და შეუსაბამო სურსათის გამოყენებისა და რეალიზაციის ფაქტების გამოვლენის შედეგად სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით განადგურდა:
ხორცი და ხორცპროდუქტები – 15 416 კგ.
სხვა მყარი სურსათი – 7 169 კგ.
თხევადი სურსათი – 6 713 ლ.
კვერცხი – 726 ც.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2024 წელს ჩატარდა 36 985 სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება 18422), მათ შორის, გეგმური – 8681; არაგეგმური – 1189, აღიარების მინიჭების მიზნით – 274; გადამოწმება – 8278; დოკუმენტური შემოწმება – 11287; მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა დასახელების სურსათის /სასმელი წყლის 6174 ნიმუშია გამოკვლეული. დარღვევების მაჩვენებელმა კი 9.5% შეადგინა.

