1-ლი აპრილიდან საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია განხორციელდება
2025 წლიდან ქვეყანაში გარკვეული ცვლილებები უკვე ამოქმედდა. გაიზარდა საჯარო მოხელეების ხელფასები, პენსიები, ცვლილება შეეხო სესხის გაცემის წესს და ა.შ. რიგი ცვლილებები კი ძალაში 1-ლი აპრილიდან შევა. მა შორის ერთ-ერთი საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციაა.
საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია 2025 წლის 1-ლი აპრილიდან განხორციელდება. ცნობისთვის, პარლამენტმა საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის ინიციატივას მხარი 20 თებერვალს დაუჭირა. ლიკვიდაციის შემდეგ, ბიუროს ფუნქციები და უფლებამოსილებები მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცემა. ბიუროდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს კი მიეცემათ კომპენსაცია – 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

