ახალი ამბები

პიტერ ფიშერი – გერმანიის განათლების სამინისტრო საქართველოსთან თანამშრომლობას აღარ განაახლებს

საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის თქმით, გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო საქართველოსთან თანამშრომლობას აღარ განაახლებს.

ფიშერი წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში აკადემიური თავისუფლების შეზღუდვიდან და ევროკავშირში გაწევრიანების შეწყვეტას უკავშირდება.

გერმანიის ელჩის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების ფარგლებში შეწყდება სტუდენტთა მობილობა, ასევე საქართველოს მონაწილეობა კვლევებსა და ევროკავშირის პროგრამებში

“გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ საქართველოს აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისა და ევროკავშირიში გაწევრიანების შეჩერებიდან გამომდინარე გერმანულ-ქართული თანამშრომლობის განახლება შეაჩერა – მათ შორის სტუდენტთა მობილობა, ასევე საქართველოს მონაწილეობა კვლევებსა და ევროკავშირის პროგრამებში – ქართველები, რომლებმაც ისწავლეს გერმანულ უნივერსიტეტებში – ძირითადად გერმანული სტიპენდიების დახმარებით – ამ დანაკარგის მნიშვნელობას გააცნობიერებენ.
გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თითქმის 1 მილიონი ევროს ოდენობის ამჟამინდელი დაფინანსება უცვლელი რჩება – ასევე, ეს ამ ეტაპზე არ ეხება ჩვენს სასტიპენდიო პროგრამებს, მათ შორის, DAAD-ის პროგრამას, მაგრამ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ასპექტს სინანულით ადევნებს თვალს და განიხილავს”.
– წერს პიტერ ფიშერი