გურიაში დიდთოვლობის მიერ დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად კახეთში საქველმოქმედო კამპანია დაიწყო
გურიაში დიდთოვლობის მიერ დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად კახეთის რამდენიმე მუნიციპლიტეტში საქველმოქმედო კამპანია დაიწყო.
,,ვიწყებთ პროდუქტების შეგროვებას გურიაში გასაგზავნად. კამპანიაში ჩართულია თელავის, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები. ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ვისაც როგორ შეგიძლიათ. ფინასური მხარდაჭერა არ გვსურს. საჭიროა მედიკამენტები, სანთლები, საკვები”, – აქვეყნებს სოციალურ ქსელში თამარ მიქელაძე.
თელავში, დახმარების მსურველებმა დარეკეთ მითითებულ ნომერზე: 555783735
გურჯაანში, დახმარების მსურველებმა დარეკეთ მითითებულ ნომერზე: 500504122 ან მიაკითხეთ შემდეგ მისამართზე: გურჯაანი, ნონეშვილის 10 /უკანა მხარეს ეზოში/
27 თებერვალი: 14:00 – 18:00 სთ
28 თებერვალი: 14:00 – 18:00 სთ