ახალი ამბები

უამინდობის გამო სიღნაღის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

უამინდობის გამო, სიღნაღს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს, ამ დრომდე, ელექტროენერგია არ მიეწოდება.

სოფლების ჯუგაანის, ბოდბისხევის, ბროწლიანის, ნუკრიანის მცხოვრებლები სოცილაურ წსელში წერენ, რომ მათ ამ დრომდე არ აქვთ შუქი.

ამ დროისთვის, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქვემო მაჩხაანში, ხირსაში, ხორნაბუჯში, ყარაღაჯში, ძველ ანაგაში, ტიბაანში, ბოდბისხევში ნაწილობრივ, წნორში, საქობოში, მაღაროში, ქვემო ბოდბეში, ილიაწმინდაში და ნუკრიანში ნაწილობრივ.

,,ენერგო პრო ჯორჯიას” სამუშაო ჯგუფები მუნიციპალიტეტის სოფლებში ამ დრომდე მუშაობენ. ამბობენ, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად მოკლე დროში აღუდგებათ ელექტრომომარაგების მიწოდება.