ახალი ამბები

თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

თელავის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა რჩება N7 და N8 ავტობუსებზე, რომელთა გადაადგილებაც, გზების გაწმენდის სამუშაოების პარალელურად, დროის მოკლე მონაკვეთში განახლდება.

ამინდის პირობების შესაბამისად, დღის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების გრაფიკში შესაძლებელია მცირე ცვლილებები განხორციელდეს.

დღეს დილიდან, უხვი ნალექისა და მოყინული გზების გამო, მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეჩერებული იყო. დღის განმავლობაში მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა და გზების გაწმენდა.