გურჯაანი-ზიარის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია- ფოტოები
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ დასუფთავების სამსახური გურჯაანი-ზიარის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ტექნიკური მარილის გაშლის სამუშაოებს აწარმოებს.
ა(ა)იპ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, ტექნიკურ მარილს ზიარის გზაზე დილიდან ანაწილებენ. ამ დროისთვის, აღნიშნულ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.




