ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თვითნასწავლი ხელოვანი თელავიდან

დოდო ნადირაშვილი თელავში მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. კერამიკის წარმოებით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული. ბოლო წლებია რაც ოცნება აიხდინა. ამბობს რომ საყვარელი საქმე ბიზნესად აქცია.
მანამდე, როგორც თავად ამბობს, თიხასთან შეხება ქონდა, თუმცა როგორც მხოლოდ ერთ-ერთი თერაპიული საშუალება პროფესიიდან გამომდინარე.
,,ყოველთვის ვაკვირდებოდი კერამიკულ ნივთებს, მომწონდა მისი ბუნებრიობა. კერამიკა არის რთული და შრომატევადი, ვიდრე ჩვეულებრივი თერაპიული პროცესი. ხდება მისი ეტაპრივად დამუშავება, ფორმის მიცემა, გამოწვა. ვფიქრობდი, კარგი იქნებოდა თუ ჩემს ძირითად საქმიანობას დავუმატებდი თიხის დასრულებულ პროდუქტს, კერამიკას”.
სპეციალისტი, კერამიკის შესწავლის მსურველებს, მორგებული გრაფიკით, ინდოვიდუალურ კურსს სთავაზობს.
,,გარდა იმისა რომ სახლში ვასწავლი კერამიკის კურსს, მოვიფიქრე ორეტაპიანი პროგრამა მოზარდებისთვის. მასტერკლასი მინდა შევთავაზო როგორც სკოლის მოსწავლეებს, ისე ბაღის ბავშვებს.
ერთი ეტაპი იქნება რომ ბავშვმა გამოძერწოს და ფორმა მისცეს სასურველ ნივთს. მე გავუშრო, გამოვუწვა და დავუბრუნო. ხოლო, მეორე ეტაპია ის რომ პირდაპირ გამომწვარი შევთავაზო, თავად მოხატოს გუაშით და იმ დღესვე წაიღოს სახლში, რაც ყველაზე მეტად უხარიათ ბავშვებს”.

ხელოვანი ამბობს რომ ფიქრობს ინოვაციური ხაზის შექმნაზეც, რომელიც სრულიად ახალ პირობებს შესთავაზებს მსურველებს.
,,გარდა იმისა, რომ ბავშვებთან ვატარებ გაკვეთილებს და თერაპიულ ძერწვას, ასევე ვზრუნავ ჩემი ბიზნესის განვითარებაზე, ნივთების გაყიდვებზე. ვფიქრობ შევქმნა ჩემი ხაზი, რაც იქნება ინოვაციური.
არ აქვს მნიშვნელობა გაქვთ თუ არა განათლება ამ სფეროში მიღებული, შეგიძლიათ თქვენი საყვარელი საქმეები აქციოთ ბიზნესად.
მინდა, მადლიერება გამოვხატო ,,ქეა კავკასიას” მიმართ, რომელმაც შეაფასა ჩემი შესაძლებლობები და მათი ფინანსური მხარდაჭერით, მაქვს ყველა საშუალება რაც კი შეიძლება რომ კერამიკის წარმოებისთვის მქონდეს”.