სტიქიის შედეგად დაზიანებული სიღნაღი – წნორის დამაკავშირებელი გზის დამეწყრილი მონაკვეთების რეაბილიტაცია დაიწყო
სტიქიის შედეგად დაზიანებულ სიღნაღი – წნორის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე დამეწყრილი მონაკვეთების რეაბილიტაცია დაიწყო.
აღნიშნულ ადგილებზე რკინაბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასრულებს და მასზე 657 381 ლარი იხარჯება.

