მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა
გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.
,,ეს არ არის მხოლოდ მზიას ბრძოლა – ეს არის ბრძოლა ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმრისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის და საქართველოს მომავლისთვის. ვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. სამყარო არ უნდა გაჩუმდეს”, – წერია პეტიციაში.
ცნობისთვის, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკვე 30-ე დღეა შიმშილობს. ის კლინიკა “ვივა მედში” წინა კვირას გადაიყვანეს და მონიტორინგის მიზნით ამ დრომდე კლინიკაში რჩება.