ახალი ამბები

ახალგაზრდა თვითნასწავლი მხატვარი ქიზიყიდან

ლიკა ბავშვობიდან ხატავს. მისი მოტივაციის წყარო კი, ყოველთვის დედა იყო.

ის წარმოშობით ქიზიყიდანაა. მიზანდასახული და ნიჭიერი მხატვარია.

,,ვარ თვითნასწავლი მხატვარი. ამჟამად ვცხოვრობ რუსთავში, მაგრამ სამომავლოდ ვაპირებ ჩემს მშობლიურ მხარეში დაბრუნებას. რაც შეეხება მხატვრობის მიმართ ინტერესს, დედაჩემის დამსახურებაა. თავადაც მხატვარია და მისგან მაქვს ეს ნიჭი. ასევე, ყოველთვის იყო ჩემი მოტივაციის წყარო. ყოველთვის ვიცოდი რა მინდოდა და ჩემი მიზანდასახულობით ვაღწევდი კიდეც“.


Likunna ART

ლიკა ამბობს, რომ მისი ნახატები ყოველთვის იქცევდა განსაკუთრებულ ყურადღებას. განსაკუთრებით პორტრების ხატვა მოსწონს.

,,ჩემი ნახატები ბავშვობიდანვე ყოველთვის იყო გამორჩეული ისევე, როგორც ჩემი აზროვნება და დამოკიდებულება მხატვრობის მიმართ. ყველანაირ მიმართულებას და სტილს ვეხები ხატვის დროს მაგრამ ძირითადად მიყვარს პორტრეტების ხატვა. საკმაოდ ბევრი ნამუშევარი მაქვს გაყიდული“.


Likunna ART

ახალგაზრდა მხატვარი ამჟამად დაინტერესებულია სამკაულის და ლითონის დეკორატიული პლასტიკის დიზაინის შესაწავლით.

,,მაქვს უამრავი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი კონკრეტულად რა მიმართულებით გავაგრძელებ მოღვაწეობას. ვსწავლობ სამკაულის და ლითონის დეკორატიული პლასტიკის დიზაინზე და იმდენად საინტერესოა ეს ყველაფერი, რომ ალბათ გამიჭირდება არჩევა“.


Likunna ART

ლიკა გვიყვება რომ სამომავლოდ, მისი გამოფენა სიღნაღში იქნება:

,,ყოველი ახალი ნამუშევრის შექმნის დროს უფრო მეტ გამოცდილებას ვიღებ და უფრო მეტ მოტივაციას და ხალისს მაძლევს სხვისი გაბედნიერება. არაფერია იმაზე კარგი შეგრძნება ვიდრე ჩემი შემოქმედებით გახარებული ადმაიანების ხილვა.
ვაპირებ, გამოფენის გაკეთებას სიღნაღში, მაგრამ ამ ეტაპზე, სხვა დეტალებს საიდუმლოდ დავტოვებ“.