2024 წლის 9 თვეში, საქართველოში 1 563 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ყოველწლიურად ავარიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა 400-450-ის ფარგლებში მერყეობს.
2024 წლის 9 თვის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 1 563 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც დაშავდა 2 045 და გარდაიცვალა 125 ადამიანი.
2023 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 442 ადამიანი ემსხვერპლა, რაც 2022 წელთან შედარებით 12-ით მეტია. საქსტატის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების მატება შესაძლოა რამდენიმე ფაქტორით იყოს განპირობებული, მათ შორის დაზღვეული ავტომობილების რაოდენობის ზრდით, რაც ავარიის მონაწილეთა მხრიდან შემთხვევის რეგისტრაციის მოტივაციას ზრდის. აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წელში საქართველოში მოძრავი ავტომობილების რაოდენობა 391 ათასით გაიზარდა და მან 1.68 მილიონს მიაღწია.