ახალი ამბები

მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით 300-ზე მეტი ქალი პოლიტიკური პარტიებიდან განცხადებას ავრცელებს

ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის განცხადებას მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით უერთდება 300-ზე მეტი ქალი პოლიტიკური პარტიებიდან.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია და უკვე მეთვრამეტე დღეა შიმშილობს. მათი თქმით, მზია ამაღლობელი, პირველი ქალი სინდისის პატიმარი ჟურნალისტია საქართველოში.

,,ის ოლიგარქის ტყვეა და ციხეში მისი სიცოცხლე საფრთხეშია. ჩვენ პოლიტიკოსები, ქალები პოლიტიკური პარტიებიდან მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”,– აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.