ახალი ამბები

სახელმწიფო უწყებებმა 6 თვეში ღონისძიებების ორგანიზებაზე 16.4 მლნ ლარი დახარჯეს

2024 წლის 6 თვეში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლობითმა ხარჯმა 16.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით რეკორდული მაჩვენებელია.

მაგალითისთვის, 2023 წლის 6 თვეში ღონისძიებებზე დანახარჯებმა 11.9 მლნ ლარი შეადგინა, 2022 წელს – 9.3 მლნ ლარი, 2021 წელს კი 5.6 მლნ ლარი. აღნიშნულს მოწმობს აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მონაცემები.

ბიუჯეტის მონიტორზე დაყრდნობით, გთავაზობთ ინფორმაციას, პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სამინისტროების მიერ, 2024 წლის 6 თვეში გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ:
პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები – 3.2 მლნ ლარი;
პრეზიდენტის ადმინისტრაცია – 1.6 მლნ ლარი;
მთავრობის ადმინისტრაცია – 4840 806 ლარი;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 22 667 ლარი;
ფინანსთა სამინისტრო – 1.8 მლნ ლარი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 1.9 მლნ ლარი;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 248 604 ლარი;
იუსტიციის სამინისტრო – 98 124 ლარი;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 144 129 ლარი;
საგარეო საქმეთა სამინისტრო – 2.5 მლნ ლარი;
თავდაცვის სამინისტრო – 1.6 მლნ ლარი;
შინაგან საქმეთა სამინისტრო – 341 283 ლარი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 865 778 ლარი;
განათლების, მეცნიერების სამინისტრო – 227 461 ლარი;
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო – 124 475 ლარი.