ახალი ამბები

სახელმწიფო უწყებების პრემია-დანამატებზე 6 თვეში 230.3 მლნ ლარი გაიცა

სამინისტროებში პრემია-დანამატების მოცულობა 62.1 მლნ ლარით გაიზარდა. აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით, 2024 წელის 6 თვეში სახელმწიფო უწყებებში პრემია-დანამატების სახით ჯამში 230.3 მლნ ლარი გაიცა, აქედან, 225.2 მლნ დანამატზე, ხოლო 5.1 მლნ პრემიაზე მოდის.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იგივე პერიოდში პრემია-დანამატების საერთო მოცულობამ 168.9 მლნ ლარი შეადგინა (პრემია – 5.8მლნ ლარი, დანამატი – 163.1 მლნ ლარი) შედეგად გამოდის, რომ გასულ წელს 21,1 მლნ ლარით მეტი გაიცა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის საანგარიშო პერიოდში, ყველაზე დიდი რაოდენობით პრემია-დანამატი შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიცა , ჯამში 87 მლნ ლარი, რაც საერთო მოცულობის 38%-ს შეადგენს.

გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას, თუ რა მოცულობის პრემია-დანამატი გაიცა სამინისტროებში 2024 წელის 6 თვეში:

პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები – 916 075 ლარი დანამატი, 65 735 ლარი პრემია
პრეზიდენტის ადმინისტრაცია – 172 272 ლარი დანამატი, 0 ლარი პრემია
მთავრობის ადმინისტრაცია – 390 160 ლარი დანამატი, 69 703 ლარი პრემია
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 957ლარი დანამატი, 0 ლარი პრემია
ფინანსთა სამინისტრო – 2.5 მლნ ლარი დანამატი, 0 ლარი პრემია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 609 378 ლარი დანამატი, 0 ლარი პრემია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 244 989 ლარი დანამატი, 0 ლარი პრემია
იუსტიციის სამინისტრო – 5.8 მლნ ლარი დანამატი, 16 779 ლარი პრემია
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 163 294 ლარი დანამატი, 0 ლარი პრემია
საგარეო საქმეთა სამინისტრო – 585 534 ლარი დანამატი, 19 578 ლარი პრემია
თავდაცვის სამინისტრო – 5.8 მლნ ლარი დანამატი, 143 723 ლარი პრემია
შინაგან საქმეთა სამინისტრო – 85.3 მლნ ლარი დანამატი, 1.7 მლნ ლარი პრემია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 740 353 ლარი დანამატი, 0 ლარი პრემია
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 178 950 ლარი დანამატი, 760 ლარი პრემია
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო – 708 862 ლარი დანამატი, 12 030 ლარი პრემია