2024 წლის 9 თვეში, საქართველოში 1 563 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2024 წლის 9 თვის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით 1 563 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც დაშავდა 2 045 და გარდაიცვალა 125 ადამიანი. თუ გადავხედავთ გასული 5 წლის მონაცემებს, ყოველწლიურად ავარიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა 400-450-ის ფარგლებში მერყეობს.
„ავარიების შედეგად წელიწადში ერთი სოფლის რაოდენობის ადამიანი იღუპება. იმ სოფლების მიხედვით, რომელიც საქართველოში არის წინა აღწერების მიხედვით, მცხოვრებთა რაოდენობა საშუალოდ 400-ის ფარგლებშია იყო. არის სოფლები, სადაც რამდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ამავე დროს, არის სოფლები, სადაც რამდენიმე პიროვნებაა და 2014 წლის აღწერით, დაახლოებით 123 სოფელში ერთი ადამიანიც აღარ ცხოვრობდა. ახალი აღწერით, რა მდგომარეობა იქნება ამას ივნისის შემდეგ გავიგეთ ეტაპობრივად“, – ამბობს ეკონომისტი სოსო არჩვაძე.
ეკონომისტი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში მცირედით იკლებს ავარიების შედეგად დაღუპულთა რიცხვი, თუმცა მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით (იმ ფონზე რომ მოსახლეობის რაოდენობაც იკლებს) მონაცემები არსებით გაუმჯობესებას არ აჩვენებს.

