ახალი ამბები

20 იანვრის ამინდის პროგნოზი – თოვლი, ყინვა და ქარი

20 იანვარს, კახეთის რეგიონში, ყინვა და ქარია მოსალოდნელი.

Meteo.gov.ge-ის თანახმად, აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მაღალმთაში ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +2, +7°; მთაში დღისით 0, +5°; მაღალმთაში დღისით -6, -1°.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით კი, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი თოვა და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.