ახალი ამბები

ვინ იქნება ტრამპის ინაუგურაციაზე საქართველოდან

ტრამპის ინაუგურაციას რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიწვევით დაესწრება, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

ინაუგურაციაზე დასწრების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა მამუკა ხაზარაძემ. მისი თქმით, ინაუგურაციას დაესწრებიან თავად და ბადრი ჯაფარიძე.

ვაშინგტონში იმყოფებიან “ფედერალისტები” თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერიაც.

ასევე “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციასდაესწრება.

გარდა პოლიტიკოსებისა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას საქართველოს ბანკის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე დაესწრება.

“ვიმყოფები ვაშინგტონში რომ დავესწრო დონალდ ტრამპის ინაუგურაციას და მასთან დაკავშირებულ რამდენიმე ღონისძიებას. აქ ვიმყოფები ბიზნეს წრეების მოწვევით” – დაწერა მან.

ინაუგურაციაზე არ არის მიწვეული “ქართული ოცნების” არც ერთი ლიდერი და წარმომადგენელი.

“პრე­ზი­დენტ ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ას ეს­წრე­ბა 220 000 ადა­მი­ა­ნი – ინა­უ­გუ­რა­ცი­ას არ ეს­წრე­ბი­ან პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი – კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან მი­დი­ან ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში იმი­სათ­ვის, რომ 220 000 კაცს შო­რის აღ­მოჩ­ნდნენ და ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ”, – ასე გამოეხმაურა ამბავს “ოცნების” პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე.