ახალი ამბები

როგორი ამინდი იქნება კახეთში კვირის ბოლომდე

18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 19-20 იანვარს ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი.

სინოპტიკოსის მერაბ სამუნაშვილის განცხადებით, კახეთის რეგიონში კვირის ბოლომდე, დასავლეთის სუსტი ნიავის ფონზე, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +11-გრადუსი იქნება.

,,18-იანვარს იქნება +9 გრადუსი სითბო, ხოლო ღამით ნულიდან მინუს ერთ გრადუსანდე დაიწევს. კვირა ღამით +2, დღისით კი, +8 გრადუსამდე გათბება ჰაერი. კვირა საღამოს კი, მოსალოდნელია 2-მმ-დე წვიმა”.