ახალი ამბები

ბოდბესა და მაღაროში თონეებში პურს უფასოდ დაარიგებენ

19 იანვარს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქვემო, ზემო მაღაროსა და ბოდბეში, თონეებში პურს უფასოდ დაარიგებენ.

,,ერთმა კეთილმა ადამიანმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა, გადაწყვიტა ნათლისღებისთვის შეიძინოს 1000 პური. 19 იანვარს, პური უფასოდ დარიგდება შემდეგ ლოკაციებზე: ქვემო მაღაროში საბჭოსთან მდებარე თონეში, ქვემო ბოდბეში საბჭოსთან მდებარე მაღაზიაში (ციცოსთან) და ზემო მაღაროში, თონეში, მზღუდრის ეკლესიასთან”.

ერთ ადამიანზე გაიცემა მაქსიმუმ ხუთი პური.