ახალი ამბები

ავტოავარიაში დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია

დღეს, თბილისი-ბაკურციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა.

ავარიის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. იგი გურჯაანის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმის ზაზა მეტრეველის ინფორმაციით, პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე.

,,აქვს მძიმე ტრავმები, აღენიშნება სახის ძვლების დაზიანება. პაციენტს უკეთდება კომპიუტერული ტომოგრაფია, ასევე შოკის საწინააღმდეგო მკურნალობა”.

თვითმხილველების ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და მსუბუქ ავტომანქანებს დაეცა. ავარიის შედეგად მიღებული ტრავმებით 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია, ხოლო თბილისი-ბაკურციხის მაგისტრალი დროებით გადაკეტილია.