თებერვლიდან სიღნაღში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ფასიანი გახდება
პირველი თებერვლიდან სიღნაღის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ფასიანი გახდება. მგზავრობის ღირებულება 1 ლარი იქნება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეების ნაწილს გადაადგილებისას შეღავათებით სარგებლობა შეუძლიათ.
,,შეღავათებით ისარგებლებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პენსიონერები, იძულებით გადაადგილებული პირები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, მრავალშვილიანი მშობლები, რომელთა ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთა ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სიღნაღის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოს“ ბენეფიციარები. ზემოთ ჩამოთვლილი მოქალაქეებისთვის მგზავრობის საფასური 50 თეთრი, ხოლო სკოლის მოსწავლეთათვის მგზავრობა უფასო იქნება”,– აცხადებენ უწყებაში.